ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ოჯახში მატებას გეგმავენ

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ოჯახში მატებას გეგმავენ
შოუბიზნესი / იანვარი 22, 2018

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყვილია. ისინი ერთად ათ წელზე მეტია არიან, თუმცა ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნება მათ მაინც მოახერხეს.

ვარსკვლავები მისაბაძი მშობლები არიან და აქტიურად მონაწილებენ ერთადერთი ვაჟიშვილის აღზრდაში.

ამ დღეებში, ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სტუმრობისას ტიმბერლეიკმა განაცხადა, რომ ის და ჯესიკა ერთ შვილზე გაჩერებას არ აპირებენ“

„სიმართლე რომ ვთქვა, მინდა რაც შეიძლება მეტი შვილი მყავდეს. წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ და ხვდებით, რომ არსებობს ადამიანი, რომლის მიმართაც დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა“.