ჯასტინ ტერუს რომანი 25 წლის მხატვართან აქვს

ჯასტინ ტერუს რომანი 25 წლის მხატვართან აქვს
შოუბიზნესი / მარტი 14, 2018

ჯასტინ ტერუსა და ჯენიფერ ენისტონის დაშორების შემდეგ, წყვილის თაყვანისმცემლები გამუდმებით იკვლევენ, რა გახდა ვარსკვლავების უთანხმოების მიზეზი. დღეს ცნობილი ხდება, რომ მიზეზი მესამე ქალია, რომელიც ტერუსა და ენისტონს შორის ჩადგა. 46 წლის მსახიობის რჩეული 25 წლის მხატვარი პეტრა კოლინზია.

წყვილი უკვე არაერთხელ შენიშნეს ერთად. თვითმხილველების თქმით, ტერუ აღფრთოვანებულია თავისი რჩეულით, რომელიც ენისტონთან დაშორებამდე ადრე გაიცნო. ცოტა ხნის წინ მან „ინსტაგრამზე“ ახალ რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოც განათავსა.