ჯასტინ ბიბერმა სელენა გომესი მამის ქორწილში წაიყვანა

ჯასტინ ბიბერმა სელენა გომესი მამის ქორწილში წაიყვანა
შოუბიზნესი / თებერვალი 21, 2018

ახლობლის ქორწილში ერთად მისვლა ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სწორედ ასე მოიქცა ჯასტინ ბიბერიც. ის საკუთარი მამის, ჯერემი ბიბერის ქორწილში სელენა გომესთან ერთად მივიდა. როგორც ჩანს, ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის თავიდან დაწყების შემდეგ, ყველაფერი უფრო სერიოზულად არის.

გასაოცარია, მაგრამ სელენამ და ჯასტინმა პაპარაცებისგან თავის დაღწევა მოახერხეს. იმის შესახებ, რომ ისინი იამაიკაზე ერთად არიან, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა სტუმარმა Instagram-ზე სხვა სტუმრებთან ერთად ქორწილში გადაღებული ფოტო დადო, სადაც სელენაც არის. როგორც ჩანს, ფოტო შემთხვევით გამოქვეყნდა. ექაუნთის მფლობელმა შეცდომა ძალიან მალე გამოასწორა და გვერდი დახურული გახადა. თუმცა, სელენასა და ჯასტინის ფანებს ფოტო არ გამოპარვიათ და სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა.

 

 

 

საკვანძო სიტყვები