ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა სანაპიროზე რომანტიკული პაემანი მოიწყვეს (ფოტო)

ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბოლდუინმა სანაპიროზე  რომანტიკული პაემანი მოიწყვეს (ფოტო)
შოუბიზნესი / ივლისი 4, 2018

ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჰეილი ბოლდუინმა და ჯასტინ ბიბერმა ურთიერთობა აღადგინეს. წყვილი მთელს დროს ერთად ატარებს.

ამ დღეებში ისინი ჰემპტონის ერთ-ერთ სანაპიროზე პაპარაცებმა გადაიღეს, სადაც რომანტიკულ პაემანზე იმყოფებოდნენ.

შეყვარებულები ჯერ ქვიშაზე სეირნობდნენ და საუბრობდნენ, ხელში კი პირსახოცები და ცივი სასმელები ეჭირათ. მოგვიანებით კი დასხდნენ და პიკნიკი მოაწყეს. ჰეილის საცურაო კოსტიუმი ეცვა და პარეო ჰქონდა შემოფარებული. კარგად ჩანდა მისი იდეალური სხეული. ჯასტინი კი სპორტულ შორტსა და მაისურში იყო გამოწყობილი და საყვარელ გოგოს თვალს ვერ წყვეტდა.

საკვანძო სიტყვები