ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბელდუინმა მდიდრული სახლი შეიძინეს

ჯასტინ ბიბერმა და ჰეილი ბელდუინმა მდიდრული სახლი შეიძინეს
შოუბიზნესი / სექტემბერი 13, 2018

ჯასტინ ბიბერსა და ჰეილი ბელდუინს შორის ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შევიდა, რადგან წყვილმა საერთო სახლი შეიძინა.

ერთი თვის წინ ჯასტინ ბიბერმა ჰეილი ბელდუინს ხელი სთხოვა, ახლა საქორწილო სამზადისი მიმდინარეობს, რომელიც ძალიან მალე მათი ქორწილით დასრულდება.

თავიდან ამ ამბის მიმართ ბევრი ირონიულად იყო განწყობილი, თუმცა, ჯასტინ ბიბერის სურვილმა, ყველაფერი დაჩქარებულად გაკეთებულიყო, მისი თაყვანისმცემლები მისი მიზნების სერიოზულობაში დაარწმუნა.

საერთო სახლი, სადაც ახლად დაქორწინებული წყვილი იცხოვრებს, კანადაში პუსლინკის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. მისმა ღირებულებამ 5 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ტერიტორიის ფართობი 40 ჰექტარია. სახლში განთავსებულია: 5 საძინებელი ოთახი, 5 სველი წერტილი, ბაღი, თავლა, ტრენაჟორების დარბაზი, მარანი , ბილიარდის ოთახი და კინო.

თაყვანისმცემლები წყვილს შენაძენს ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი ურთიერთობა ახალი შემოქმედებითი გზის დასაწყისი იქნება და ჯასტინ ბიბერისგან ახალ სიმღერებს ელოდებიან.