ჯასტინ ბიბერის სავარცხელი აუქციონზე იყიდება

ჯასტინ ბიბერის სავარცხელი აუქციონზე იყიდება
შოუბიზნესი / აპრილი 16, 2018

აუქციონ Rock & Roll Pop Culture Auction-ის ორგანიზატორებმა ლოტის სახით ჯასტინ ბიბერის სავარცხელი გაიტანეს, რომლის საწყისი ღირებულებაც 9 ათას დოლარს შეადგენს.

აუქციონი 11 აპრილს დაიწყო და 20 აპრილამდე გაგრძელდება. ბიბერის სავარცხლის გარდა, აქ შეგიძლიათ ნახოთ: ლედი გაგას კოსტიუმი, რომელიც მას სუპერბოულზე ეცვა და რომლის ფასიც 15 ათასი დოლარია, ჯორჯ მაიკლის ტყავის ქურთუკი კლიპიდან „Faith“ 20 ათას დოლარად,  მაიკლ ჯექსონის ნიღაბი 3 ათას დოლარად და ელვის პრესლის ოქროს ბეჭედი 6 ათას დოლარად.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნივთი ბიბერმა თავის კლიპში “One Less Lonely Girl” გამოიყენა.

საკვანძო სიტყვები