ჯასტინ ბიბერი სელენა გომესის ჰოსპიტალიზაციის გამო ატირდა

ჯასტინ ბიბერი სელენა გომესის ჰოსპიტალიზაციის გამო ატირდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 15, 2018

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ სელენა გომესი მენტალურ პრობლემებს ებრძვის.

როგორც ჩანს ინფორმაციამ ჯასტინ ბიბერამდეც მიაღწია, რომელიც 26 წლის მომღერლის ბოიფრენდი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჯეი ბი ძალიან განიცდის სელენას მდგომარეობას და თავს დამნაშავედ გრძნობს. პაპარაცებმა ის საცოლესთან ერთად მაშინ გადაიღეს, როცა მანქანაში ტიროდა.

ინსაიდერის თქმით, ,,ჯასტინს სურს, რომ სელენა ბედნიერი იყოს და წუხს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს”.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინი ჰეილი ბოლდუინზე დაინიშნა, რამაც გავრცელებული მოსაზრებით, სელენას მდგომარეობა გაართულა. გომესი ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის.