ჯასტინ ბიბერი პოპ-მუსიკის პრინცად აღიარეს

ჯასტინ ბიბერი პოპ-მუსიკის პრინცად აღიარეს
შოუბიზნესი / იანვარი 10, 2018

მიუხედავად სკანდალური რეპუტაციისა, ჯასტინ ბიბერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსია. ამ დღეებში კი კანადელი ვარსკვლავი საკმაოდ მსხვილმა გამოცემებმა „პოპ-მუსიკის პრინცად“ აღიარეს. საუბარია ჟურნალებზე TIME, V Magazine, Vanity Fair, Hero და Billboard.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ბიბერის სახელი ძირითადად სკანდალებთან იყო დაკავშირებული, მისი მუსიკალური მიღწევები და პოპულარობის ფენომენი ნამდვილად აღსანიშნავი გახდა და ბიბერი თითქმის ჯასტინ ტიმბერლეიკს, ბრიტნი სპირსს და მაიკლ ჯექსონსაც კი გაუთანაბრდა.

გასულ წელს, მან ყველაზე პოპულარული სიმღერის, „Despasito“-ს ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა, ამას გარდა მიიღო რამდენიმე ბრილიანტისა და პლატინის სტატუსიც, მისი პირადი არხი Youtube-ზე კი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.

პოპულარული სიახლეები