ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ

ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ
შოუბიზნესი / მარტი 29, 2018

დაახლოებით ორი კვირის წინ, ჯასტინ ბიბერმა და სელენა გომესმა ურთიერთობაში პაუზის აღება გადაწყვიტეს. ამჟამად კი, როგორც გამოცემა E! News წერს, ისინი ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ. ინსაიდერის თქმით, სელენა მიხვდა, რომ მისი და ჯასტინის ურთიერთობა არასოდეს იქნება იდეალური.

ამას გარდა, ამ ეტაპზე ბიბერს აქტიური ურთიერთობა აქვს 22 წლის ბასკინ ჩემპიონთან. მიუხედავად კანადელი მუსიკოსის წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ მათი ურთიერთობა არ არის სერიოზული, გომესს მისი არ სჯერა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად წყვილის რომანი 2010 წელს დაიწყო. 2013-ში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ურთიერთობის გადარჩენის ბოლო მცდელობა მათ 2017 წელს ჰქონდათ, თუმცა ამჯერადაც, მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები