ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი კოცნის დროს გადაიღეს (ფოტო)

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი კოცნის დროს გადაიღეს (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2018

გასული წლის ბოლოს ჰეილი ბოლდუინი მუსიკოს შონ მენდესს ხვდებოდა, თუმცა მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ბოლო დროს ჰეილის აქტიურად ხედავდნენ ყოფილი ბოიფრენდის, ჯასტინ ბიბერის გარემოცვაში. ამ დღეებში კი წყვილმა ეს ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურა.

წყვილი პაპარაცებმა ნიუ-იორკში კოცნის დროს გადაიღეს. ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებს ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2015 წელს ხვდებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი რომანი მოულოდნელად დასრულდა.

საკვანძო სიტყვები