ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი დაინიშნენ

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი დაინიშნენ
შოუბიზნესი / ივლისი 10, 2018

ჯასტინ ბიბერი სუპერმოდელ ჰეილი ბოლდუინზე დაინიშნა. კანადელმა ვარსკვლავმა საყვარელ ქალს ხელი ბაჰამის კუნძულზე სთხოვა. ხელის თხოვნამდე ბიბერმა ყველა დამსწრეს სთხოვა, ტელეფონები ცალეკ დაეწყოთ. ამის შემდეგ მან ბოლდუინს ცოლობა შესთავაზა და თანხმობა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2016 წელსაც ხვდებოდა. რომანი მათ მეორედ რამდენიმე თვის წინ განაახლეს.

ამ ფაქტს სპეციალური პოსტი მიუძღვნა ჯასტინის მამამ, ჯერემიმ: “სიამაყე-ცოტაა, რაც შეიძლება ვთქვა! ველოდები შემდეგ თავს!”

@justinbieber Proud is an understatement! Excited for the next chapter!

A post shared by Jeremy Bieber (@jeremybieber) on

საკვანძო სიტყვები