„იურული პერიოდის სამყარო 2“-ის სტარტმა პირველ ნაწილზე ცუდი შედეგი აჩვენა

„იურული პერიოდის სამყარო 2“-ის სტარტმა პირველ ნაწილზე ცუდი შედეგი აჩვენა
შოუბიზნესი / ივნისი 25, 2018

ფილმის „იურული პერიოდის სამყარო 2“ სტარტი ჩრდილოეთ ამერიკაში თავის წინა ნაწილზე უარესი აღმოჩნდა. პირველ უქმეებში კინოგაქირავებაში მან 150 მილიონი დოლარი მოიტანა, მაშინ, როდესაც პირველი ეპიზოდის ციფრული მაჩვენებელი ამ დროისთვის 200 მილიონი იყო.

ამერიკის ფარგლებს გარეთ აღნიშნული რიცხვი უფრო მაღალია, თუმცა პირველი ფილმი აქაც უფრო წინ დგას თავისი მონაცემებით. ამ დროისთვის, „იურული პერიოდის სამყარო 2“-ის მსოფლიო მოგებამ 711 მილიონს მიაღწია.

მეორე ადგილზე იმყოფება მულტფილმი „სუპერ ოჯახი 2“, რომელმაც მეორე უქმეებზე 80,9 მილიონი მოაგროვა. Pixar-ის ამ პროექტის საერთო მოგება 500 მილიონს მიუახლოვდა, ამ სტატისტიკაში ჯერ არ ჩართულა ჩინური კინოგაქირავების შედეგი, რადგან იქ ფილმის ჩვენება 22 ივნისიდან დაიწყო.

რეიტინგის სამეული „ოუშენის 8 მეგობარმა“ დახურა, რომელმაც საშინაო კინოგაქირავებაში 11,6 მილიონი გამოიმუშავა.