„ის“ ყველაზე შემოსავლიანი საშინელებათა ჟანრის ფილმია

„ის“ ყველაზე შემოსავლიანი საშინელებათა ჟანრის ფილმია
შოუბიზნესი / სექტემბერი 29, 2017

ფილმი „ის“, რომელიც სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს, ყველაზე შემოსავლიან საშინელებათა ჟანრის ფილმად დასახელდა.

პრემიერის მომენტიდან მისმა მოგებამ ნახევარ მილიონს უკვე გადააჭარბა.

აქამდე რეკორდი „ეშმაკის განდევნილს“ ეკავა, რომელიც 1973 წელს გამოვიდა და ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიანი ჰორორის სტატუსს ინარჩუნებდა.

საკვანძო სიტყვები