ის, რაც ახალ iPhone 8-ზე, iPhone 8 Plus-სა და iPhone X-ზე აუცილებლად უნდა იცოდეთ

ის, რაც ახალ iPhone 8-ზე, iPhone 8 Plus-სა და iPhone X-ზე აუცილებლად უნდა იცოდეთ
Hi Tech / სექტემბერი 13, 2017

გუშინ, 12 სექტემბერს, კომპანია Apple-მა ერთგულ თაყვანისმცემლებს სამი ახალი სმარტფონი – iPhone 8, iPhone 8 Plus da iPhone X წარუდგინა. ეს იყო თარიღი, რომელსაც არამარტო აღნიშნული ბრენდის, არამედ სრულიად ტექნო-სამყაროს წარმომადგენლები სულმოუთქმელად ელოდნენ.  უფრო დეტალურად:

 

iPhone 8 და iPhone 8 Plus

ორივე მოდელი სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერში, ნაცრისფერსა (მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი) და ოქროსფერში (ვარდისფერის ელფერით). 4s-ის მსგავსად, ისინი სარკის ზედაპირით იქნება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს – წლეს, Apple-ს iPhone-ის გამოსვლის 10 წლის იუბილე აქვს, ამიტომ ახალ სმარტფონებს მის წინამორბედებთან შედარებით მძლავრი პროცესორი – А11 ექნება, რომელშიც ექვსი დაყოფილი ბირთვია. ამას გარდა, ორივე მათგანი წყალგამძლე იქნება. მწარმოებლებმა ექსპლუატაციის კომფორტზეც იზრუნეს და სიახლეს სწრაფი უსადენო დამტენი მიანიჭეს.

კამერა

კომპანიის სპეციალისტების მტკიცებით, iPhone 8-ს მსოფლიოს ნებისმიერ სმარტფონზე უკეთესი კამერა აქვს: ვერტიკალური ორმაგი კამერა, 12 მეგაპიქსელია გარჩევადობით, რაც შეეხება ოპტიკურ ნაწილს, 1,8 იქნება ძირითადის, ხოლო 2,8 – წინა კამერის. პორტრეტის რეჟიმში მას ფონის დაბნელება შეუძლია.

ფასი

iPhone 8 – 700, ხოლო iPhone 8 Plus – 900 დოლარი ღირს.

 

iPhone Х

ერთი შეხედვით, საიუბილეო სმარტფონი ერთ დროს პოპულარულ iPhone 4/4s-ს მოგვაგონებს. ხელმისაწვდომია ვერცხლისფერ და ნაცრისფერ ტონალობებში.

6 ბირთიანი მიკროპროცესორი A11 გარანტიას გაძლევთ, რომ App Store-ის ნებიმსიერ აპლიკაციაში ის შეფერხების გარეშე იმუშავებს. iPhone Х-ის შემქმნელების მტკიცებით, სიახლე iPhone 7-თან შედარებით 70%-ით ეფექტურად იმუშავებს. სიახლეს Dolby Vision-ის ტექნოლოგია, HDR 10 და ფერების ოპტიმიზაციის სისტემა True Tone აქვს.

კამერა

iPhone Х აღჭურვილია სპეციალური პორტრეტის რეჟიმით, რომელიც იდეალური სელფის გადაღების საშუალებას მოგცემთ. სპეციალისტებმა მოწყობილობის მეპატრონეებს  Face ID შესთავაზეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონის განბლოკვა სახის სკანერით იქნება შესაძლებელი. True Depth-ის კამერის საშუალებით კი თავად შექმნით ანიმირებულ ემოძის, რომელიც ავატარის მიმიკებს გაიმეორებს.

ფასი

64 გიგაბაიტიანი მოწყობილობის ფასი 999, ხოლო 256 გიგაბაიტიანი სმარტფონის ფასი 1150 დოლარიდან დაიწყება.

საკვანძო სიტყვები