„ის“ გრძელდება: ჯეიმს მაკევოი და ბილ ჰარდერი ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებენ

„ის“ გრძელდება: ჯეიმს მაკევოი და ბილ ჰარდერი ფილმის გაგრძელებაში მონაწილეობას მიიღებენ
შოუბიზნესი / აპრილი 13, 2018

ჯეიმს მაკევოი და ბილ ჰარდერი კომპანიონობას გაუწევენ ჯესიკა ჩესტეინს ფილმში „ის“. როგორც The Hollywood Reporter წერს, მსახიობებთან მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.

იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი დაგეგმილად წარიმართება, მაკევოი ბილ დენბროს, დაკარგული ჯორჯის ძმის როლს შეასრულებს, ჰადერს კი წილად წამოზრდილი რიჩი ტოზიერის განსახიერება მოუწევს.

გადაღებები ივლისში დაიწყება, დიდ ეკრანებზე კი ფილმი 2019 წლის სექტემბერში გამოვა. ფილმს ანდრეს მუსკეტი გადაიღებს, რომელიც პირველ ნაწილსაც ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ „ის“ სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის 2017 წლის ეკრანიზაციას წარმოადგენს. მოკრძალებული ბიუჯეტის მიუხედავად ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 700 მილიონი გამოიმუშავა და საშინელებათა ჟანრის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა.