ირინა შეიკმა ოცნების საქორწინო კაბასთან იპოზიორა (ფოტო)

ირინა შეიკმა ოცნების საქორწინო კაბასთან იპოზიორა (ფოტო)
შოუბიზნესი / აპრილი 23, 2018

როგორც ჩანს, ირინა შეიკმა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა, ცხოვრება ბრედლი კუპერს დაუკავშიროს. ამ დღეებში მოდელი ბარსელონაში გამართულ Barcelona Bridal Week-ს ესტუმრა, სადაც Pronovias-ის ერთ-ერთი მოდელი განსაკუთრებით მოეწონა და გამუდმებით მის გვერდით პოზირებდა.

სპეციალურად ამ დღისთვის ირინა წითელ ხალჩაზე მუქი ფერის კომბინეზონში გამოცხადდა, თუმცა ყურადღებას მისი ბეჭედი უფრო იქცევდა, რომელიც ზურმუხტის თვლით არის გაფორმებული და რომელიც შეიკის თითზე 2016 წელს გაჩნდა. მაშინ თაყვანისმცემლებმა მიიჩნიეს, რომ მოდელი და მსახიობი მალე დაქორწინებას გეგმავდნენ, თუმცა ამ ფაქტზე ბოლო დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.

საკვანძო სიტყვები