ირინა შეიკი ქალიშვილთან ერთად კვლავ პაპარაცების ობიექტივში მოხვდა (ფოტო)

ირინა შეიკი ქალიშვილთან ერთად კვლავ პაპარაცების ობიექტივში მოხვდა (ფოტო)
შოუბიზნესი / იანვარი 18, 2018

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ლოს-ანჯელესში დაბრუნდნენ. მოდელი ცდილობს, თავისუფალი დრო ქალიშვილის, ლეა დე სენის გვერდით გაატაროს. ამ დღეებში პაპარაცებმა ლამაზმანი შვილთან და ძიძასთან ერთად შოპინგის დროს გადაიღეს.

ფოტოებიდან კარგად ჩანს მსახიობისა და მოდელის წამოზრდილი ქალიშვილი, რომელსაც 10 თვე შეუსრულდა.

შეგახსენებთ, რომ კუპერი და შეიკი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან.

საკვანძო სიტყვები