ირინა შეიკი ღია ვარდისფერ კაბაში ყურადღების ცენტრში მოექცა (ფოტო)

ირინა შეიკი ღია ვარდისფერ კაბაში ყურადღების ცენტრში მოექცა (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 25, 2018

ირინა შეიკი იშვიათად შორდება თავის ერთი წლის ქალიშვილს. ახალგაზრდა დედა სიამოვნებით არის დაკავებული შვილის აღზრდით, ცნობილია, რომ მას არ ჰყავს ძიძა. თუმცა სუპერმოდელი არც საქმეს ივიწყებს და როდესაც გადაღებებზე იმყოფება, პატარა ლეასთან მამა რჩება.

ამ დღეებში, სუპერმოდელი დიდი ბრიტანეთის ქალაქ რედინგს ესტუმრა, რათა Porcelanosa-ს შოურუმის გახსნას დასწრებოდა. ღონისძიებისთვის შეიკმა Elie Saab-ის ვარდისფერი შეარჩია. ლამაზმანი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. ის სიამოვნებით პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე. თაყვანისმცემლები სუპერმოდელის ვიზულით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდნენ.

საკვანძო სიტყვები