ირინა შეიკი და დაკოტა ჯონსონი ბრენდ Intimissimi-ს ახალ ფოტოსესიაში

ირინა შეიკი და დაკოტა ჯონსონი ბრენდ Intimissimi-ს ახალ ფოტოსესიაში
შოუბიზნესი / სექტემბერი 13, 2017

ირინა შეიკი ბრენდ Intimissimi-სთან უკვე რამდენიმე თვეა თანამშრომლობს. ამიერიდან კი, მას მსახიობი დაკოტა ჯონსონი, ჩოგბურთელი ანა ივანოვიჩი და კულინარიის ავტორი ელა მილსი შეუერთდნენ.

ქსელში შეიკისა და ჯონსონის პირველი ერთობლივი ფოტოსესია გამოქვეყნდა, რომლის ავტორის ლეგენდარული მარიო ტესტინო იყო.

„ვცდილობ, გავიგო, რას გრძნობენ ქალები თეთრეულში, რომლებიც მათ ტანსაცმლის ქვეშ აცვიათ. სწორედ ამიტომ, ისინი სრულიად ჩაცმულები გადავიღე. ეს კომპანიის ძალიან თამამი ნაბიჯია“, – განაცხადა ტესტინომ.