ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მეორე შვილს ელოდებიან

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მეორე შვილს ელოდებიან
შოუბიზნესი / იანვარი 30, 2018

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი პაპარაცების ობიექტივში არც ისე ხშირად ხვდებიან, თუმცა ამ დღეებში პაპარაცებმა ისინი ორსულობის დაგეგმვის სამედიცინო ცენტრში გადაიღეს. წყვილი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა, მათ პაპარაცებისგან დამალვა არც უცდიათ.

ირინას თავისუფალი მაქსი-კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ეცვა, მან უარი თქვა მაკიაჟზეც.

იმ შემთხვევაში თუ შეიკი მართლაც ორსულად არის, ეს მისთვის და ამერიკელი მსახიობისთვის მეორე შვილი იქნება. პირველი ქალიშვილი წყვილს გასული წლის მარტში შეეძინა.

შეგახსენებთ, რომ შეიკი და კუპერი ერთად 2015 წლიდან არიან. ირინას პირველი ორსულობის ამბავი Victoria’s Secret-ის შოუზე გახდა ცნობილი, სადაც მოდელიც მონაწილეობდა. ბრენდის ღია ჩაცმულობამ კი მისი მომრგვალებული მუცლის დაფარვა ვერ შეძლო.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები