ირინა შეიკი Bottega Veneta-ს ჩვენების ვარსკვლავი გახდა (ფოტო)

ირინა შეიკი Bottega Veneta-ს ჩვენების ვარსკვლავი გახდა (ფოტო)
შოუბიზნესი / თებერვალი 12, 2018

ნიუ-იორკში სრული სვლით მიმდინარეობს მოდის კვირეული. წელს პოდიუმზე ახალგაზრდა დედა, ირინა შეიკიც გავიდა. მოდელმა ბრენდ Bottega Veneta-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა.

პოდიუმზე შეიკი ყვითელი ფერის ხავერდის კაბაში გამოცხადდა, რომელსაც ღრმა დეკოლტე და თეძოსთან ჭრილი ამშვენებდა. მინიმალური მაკიაჟითა და ჩვეული თავდაჯერებულობით სუპერმოდელი საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გახდა.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მშობლები გასული წლის მარტში გახდნენ. წყვილი მთელს თავისუფალ დროს 1 წლის ქალიშვილთან ერთად ატარებს.