ირინა შეიკი: არ იფიქროთ მამაკაცზე – იფიქრეთ საკუთარ თავზე!

ირინა შეიკი: არ იფიქროთ მამაკაცზე – იფიქრეთ საკუთარ თავზე!
შოუბიზნესი / ოქტომბერი 10, 2017

ირინა შეიკი მისაბაძი ქალია: სექს-სიმბოლო, წარმატებული მოდელი, მზრუნველი დედა და ბრედლი კუპერის საყვარელი ქალი. როგორც ჩანს, სილამაზისთვის შეიკი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს.

„არასოდეს დიეტაზე არ ვყოფილვარ. არასოდეს. მშობიარობის შემდეგაც კი. მადლობა ჩემს მშობლებს არაჩვეულებრივი გენებისთვის. არ ვამეტებ, უბრალოდ მართლა არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო“, – განაცხადა შეიკმა.

სუპერმოდელი დარწმუნებულია, რომ ქალი გამუდმებით არა მამაკაცზე, არამედ საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდეს.

„თუ სულ იმაზე იფიქრებთ, როგორ მოაწონოთ კაცს თავი, არაფერი გამოვა. მე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი პირველ რიგში თქვენ უნდა მოგწონდეთ. არ იფიქროთ მამაკაცზე – იფიქრეთ საკუთარ თავზე! ქალის სექსუალობა საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვიათ თუ გამომწვევი ქვედა ბოლო. სექსუალობა – შინაგანი ჰარმონიაა“, – განაცხადა ირინამ.

როგორც აღმოჩნდა, შეიკის კოსმეტიკის ჩანთაში არც ისე ბევრი ძვირადღირებული საშუალებაა. სილამაზის შესანარჩუნებლად ის ხალხურ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას, მაგალითად ყინულს.

„გადაღებებზე გამგაზვრების წინ ვრეკავ სასტუმროს რუმ-სერვისში და ვითხოვ, რომ რაც შეიძლება მეტი ყინული დამახვედრონ – სულ ეს არის“, – აცხადებს მოდელი.

საკვანძო სიტყვები