iPhone X Plus-სა და iPhone 9-ის მაკეტები ინტერნეტში გამოჩნდა (ვიდეო/ფოტო)

iPhone X Plus-სა და iPhone 9-ის მაკეტები ინტერნეტში გამოჩნდა (ვიდეო/ფოტო)
Hi Tech / ივლისი 4, 2018

გამოცემამ 9to5Mac რამდენიმე ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც Apple-ის მომავალი სმარტფონებია ასახული.

პუბლიკაციის წყარო ერთ-ერთი მომხმარებელია, რომელსაც iPhone-ების რეალური მაკეტები აქამდეც ჰქონია.

ვიდეოში, სადაც სმარტფონებს ის  iPhone X Plus-სა და iPhone 9-ს უწოდებს, ახალ მოწყობილობებს ის iPhone X-სა და iPhone 8-ს ადარებს. მაკეტებზე Skech-ის შალითებიცჩანს.

ინსაიდერის თანახმად, iPhone X Plus-ს 6,5 დიუიმიანი, ხოლო iPhone 9-ს – 6,1 დიუიმიანი ეკრანი ექნება. ცნობილია ამ უკანასკნელის ფასიც და ის 700 დოლარი იქნება.

საკვანძო სიტყვები