iPhone SE2-ის რელიზის თარიღმა კიდევ გადაიწია

iPhone SE2-ის რელიზის თარიღმა კიდევ გადაიწია
Hi Tech / თებერვალი 1, 2018

იმის შესახებ, რომ სულ მალე სმარტფონი iPhone SE2 გამოვა, უკვე დიდი ხანია ცნობილია, თუმცა სიახლის პრეზენტაცია დროში იწელება.

ცნობილმა ანალიტიკოსმა, მინგ-ჩი კუომ კიდევ შეცვალა პროგნოზი და რელიზის თარიღი შეცვალა. იგი თვლის, რომ iPhone SE2-მა გამოსვლა 2018 წელს შეიძლება ვერც მოასწროს. მიზეზად რესურსების უქონლობა სახელდება, მითუმეტეს, რომ 2018 წელს Apple კიდევ სამი სმარტფონის გამოშვებაზე მუშაობს.

iPhone SE2 ბიუჯეტურ სერიას განეკუთვნება და ის 6,1 დიუიმიანი IPS დისპლეით იქნება აღჭურვილი, ვიზუალურად კი ის iPhone 7-ის მსგავსი იქნება.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები