iPhone მოხრილი ეკრანით რამდენიმე წელიწადში გამოვა

iPhone მოხრილი ეკრანით რამდენიმე წელიწადში გამოვა
Hi Tech / აპრილი 5, 2018

როგორც პრესტიჟული გამოცემა, Bloomberg წერს, კომპანია Apple მოხრილი ეკრანის მქონე  სმარტფონზე მუშაობს.

მისი ცნობით, სმარტფონი საკმაოდ უჩვეულოდ, ზემოდან ქვემოთ მოიხრება, თუმცა ამ დროისთვის მთლად გასაგები არ არის, როგორ მოიყვანს Apple ამ ჩანაფიქრს სისრულეში.

ცნობილი ხდება ისიც, რომ მოხრილი iPhone-ის პრეზენტაცია 2-3 წელზე ადრე არ შედგება. რაც შეეხება MicroLED-ის ეკრანებს, ისინი ბაზარზე 5 წლის შემდეგ გამოჩნდება.

საკვანძო სიტყვები