iPhone-ის მომხმარებელი Apple-ს უჩივის

iPhone-ის მომხმარებელი Apple-ს უჩივის
შოუბიზნესი / დეკემბერი 27, 2017

ცოტა ხნის წინ Apple სკანდალში გაეხვა. კომპანიამ აღიარა, რომ ახალი მოდელის გამოშვების შემდეგ, ძველი სერიის სმარტფონების მუშაობას შეგნებულად ანელებს. მიზეზად მათი ფუნქციონირების გახანგრძლივება დაასახელეს.

ამერიკელმა ვიოლეტა მაილიანმა გადაწყვიტა Apple-ს უჩივლოს და მას ტრილიონი დოლარი გადაახდევინოს. მისი თქმით, კომპანია ამ ხრიკს სპეციალურად იმისთვის მიმართავს, რათა მომხმარებლებმა უკანასკნელი მოდელები შეიძინონ. მისივე მტკიცებით, ამის შესახებ კომპანიას თავად უნდა განეცხადებინა.

საკვანძო სიტყვები