iPhone-ის მფლობელები Apple-გან კომპენსაციას მასობრივად ითხოვენ

iPhone-ის მფლობელები Apple-გან კომპენსაციას მასობრივად ითხოვენ
Hi Tech / დეკემბერი 29, 2017

რამდენიმე კვირის წინ Apple-მა აღიარა, რომ ახალი მოდელების გამოსვლის შემდეგ ძველ სმარტფონებს შეგნებულად ანელებენ, რათა მათი სიცოცხლისუნარიანობა გაახანგრძლივონ. ამ განცხადებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საჩივრები მოჰყვა.

კალიფორნიაში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში მოქალაქეებმა სასამართლოს უკვე მიმართეს. მათი თქმით, კომპანიას მათი ნებართვის შემდეგ უნდა მიეღო აღნიშნული ზომები, სხვა შემთხვევაში კი ამ საქციელს გამართლება არ აქვს.

იურისტების თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანები პროცესს მოიგებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ Apple-ს კომპენსაციის სახით საკმაოდ დიდი ოდენობის ფულის გადახდა მოუწევს.

საკვანძო სიტყვები