iPhone 7 Plus-ის ვინტაჟური ვერსია, რომელიც სოლიდური თანხა ღირს

iPhone 7 Plus-ის ვინტაჟური ვერსია, რომელიც სოლიდური თანხა ღირს
Hi Tech / მარტი 20, 2017

დღეს კომპანიამ ColorWave წარმოადგინა iPhone 7 Plus-ის სპეციალური Retro Edition ვერსია. მოდელი წარმოდგენილია Apple-ის iMac-ის ვინტაჟური დიზაინით.

აპარატზე განთავსებულია 1980-იანი წლების Apple-ის ლოგო და მისი კორპუსის მატერიალიც გადაწყვეტილია ძველი Mac-ის სტილისტიკით. გაჯეტი წარმოდგენილია 256 გბ შიდა მეხსიერებით და არაა დაბლოკილი არც ერთ ოპერატორზე.

მოდელს კომპლექტაციაში საჩუქრად მოყვება EarPods. მისი საბაზრო ღირებულება 1900 დოლარს შეადგენს. გაყიდვები თვის ბოლოდან ამერიკის მასშტაბით დაიწყება.