ინტერნეტში ლეგენდარული THE PRODIGY –ს ახალი კლიპი გამოჩნდა

ინტერნეტში ლეგენდარული THE PRODIGY –ს ახალი კლიპი გამოჩნდა
შოუბიზნესი / აგვისტო 8, 2018

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ლეგენდარული THE PRODIGY –ს ახალი კლიპი გამოჩნდა. ვიდეო ბრიტანული ჯგუფის ახალ სიმღერაზეა „Need Some1“  გადაღებული, რომელიც მათ ახალ ალბომში „No Tourists“ შევა.

LP–ს გამოსვლა 2 ნოემბერსაა დაგეგმილი და ის ლეიბლზე „Take Me to the Hospital“ იწერება. ჟურნალ „RollingStone“–სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯგუფის ერთერთმა წევრმა, ლიამ  ჰოულეტმა ალბომის სათაურთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „მოგზაურობა ყოველთვის შეიცავს საფრთხეს, რომ დაგეგმილ გზას  აცდე და რამე პრობლემები შეგექმნას ამასთან დაკავშირებით.“  იმედია მუსიკოსის ეს განცხადება არ იმოქმედებს იმ ტურისტებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მონახულებას აპირებენ და უბრალოდ ისიამოვნებენ ალბომში შესული ახალი სიმრერებით. 🙂

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ბოლო ფირფიტა „The Day Is My Enemy“ 2015 წელს გამოვიდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრიტანულ ჩარტს სათავეშიც კი ედგა. რაც შეეხება ახალ თრექს „Need Some1“, ის  რეივის, ტექნოს, ალტერნატიული ელექტრონული მუსიკის ნაზავს წარმოადგენს და THE PRODIGY –ს თაყვანისმცემლებს ნამდვილად გაახარებს.

საკვანძო სიტყვები