„ინსტაგრამში“ სიახლეა

„ინსტაგრამში“ სიახლეა
Hi Tech / ივნისი 27, 2018

ამიერიდან, სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“ სხვა მომხმარებელს ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდება. ასეთ ვიდეოჩატებში მონაწილეობას მაქსიმუმ 4 ადამიანი შეძლებს.

„ვიდეოჩატი საშუალებას მოგცემთ მობილური კავშირის გარეშე დაუკავშირდეთ ადამიანებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამას გარდა, მომხმარებლები ახალ ეფექტებსაც მიიღებეს ფოტოებზე, ხოლო თემატურ პოსტებს უფრო მალე იპოვიან.

საკვანძო სიტყვები