Imagine Dragons-მა სიმღერაზე Zero კლიპი გადაიღო

Imagine Dragons-მა სიმღერაზე Zero კლიპი გადაიღო
შოუბიზნესი / ოქტომბერი 24, 2018

ქსელში Imagine Dragons-ის სიმღერაზე Zero გადაღებული კლიპის პრემიერა შედგა. ტრეკი, რომელიც 19 სექტემბერს გამოვიდა, ამერიკული პოპ-როკ ბენდის მე-4 სტუდიური ალბომის Origins მეორე სინგლია.

საინტერესოა, რომ სიახლე ,,დისნეის” მულტფილმის ,,რალფი არღვევს ინტერნეტს” საუნდტრეკიცაა, რის გამოც მუსიკალური რგოლის თემად ანიმაციის კადრები იქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მალე კოლექტივი ახალი დისკის კიდევ ერთ ნამუშევარს შემოგვთავაზებს.

ფირფიტიდან, რომელიც დახლების მტვერს 9 ნოემბიდან დაიდებს, უკვე ცნობილია ლიდ სინგლი Natural, რომელიც 17 ივლისს დარელიზდა.

 

View this post on Instagram

 

our brand new album ORIGINS out everywhere November 9 PREORDER NOW (link in bio)

A post shared by Imagine Dragons (@imaginedragons) on