ილონ მასკს ვაშინგტონის მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობის ნებართვა მისცეს

ილონ მასკს ვაშინგტონის მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობის ნებართვა მისცეს
Hi Tech /საინტერესო / თებერვალი 20, 2018

ილონ მასკის მიერ დაარსებულმა კომპანიამ The Boring Company, ხელისუფლებისგან ვაშინგტონის ქვეშ ჩქაროსნული გვირაბის მშენებლობის შესახებ თანხმობა მიიღო. შესაბამისი ცნობა ქალაქის სატრანსპორტო სამსახურმა გასცა. პროექტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა The Boring Company-ის განცხადებით, ამერიკის დედაქალაქის ქვეშ Hyperloop-ის ჩქაროსნული მატარებლების სადგური გაშენდება. აღნიშნული პროექტის ინიციატორი თავად მასკი ჯერ კიდევ 2012 წელს იყო.

როგორც The Verge წერს, ბიზნესმენს სურს, რომ ჩქაროსნული მატარებლებით ერთმანეთს ნიუ-იორკი, ფილადელფია, ბალტიმორი და ვაშინგტონი დაუკავშიროს. თავისი პროექტი მან პრეზიდენტის მრჩეველს, ჯარედ კუშნერსაც გააცნო, რომელმაც თანხმობა დუმილით გამოხატა.

გასული წლის ოქტომბერში მასკმა ლოს-ანჯელესის ჩქაროსნული გვირაბის პირველი ფოტოც გამოაქვეყნა.

The Boring Company tunnel under LA

A post shared by Elon Musk (@elonmusk) on

საკვანძო სიტყვები