ილონ მასკმა შვილები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ მოედანზე წაიყვანა (ფოტო)

ილონ მასკმა შვილები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ მოედანზე წაიყვანა (ფოტო)
შოუბიზნესი / ივლისი 6, 2018

კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელი შვილებთან ერთად ბელფასტს ეწვია. ამის შესახებ მან თავის „ტვიტერის“ გამომწერებს გაუზიარა. როგორც გაირკვა, ოჯახური ვიზიტის მიზანი ლეგენდარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ საფინალო სერიის გადასაღებ მოედანზე დასწრება გახდა.

„ძალიან მიყვარს ეს სერიალი და ჯორჯ მარტინის წიგნები“, – დაწერა „ტვიტერზე“ ცნობილმა გამომგონებელმა.

შესაბამისი ფოტოები მასკს არ გაუვრცელებია, თუმცა ბელფასტის ერთ-ერთმა გამოცემამ შესაბამისი კადრების გაკეთება მაინც მოახერხა.