ილონ მასკმა იდუმალებით მოცული საიტი ჩაუშვა

ილონ მასკმა იდუმალებით მოცული საიტი ჩაუშვა
Hi Tech / ივლისი 17, 2017

Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორმა, ილონ მასკმა თავის „ტვიტერზე“ ახალი ვებ-გვერდი – x.com დააანონსა.  მისი თქმით, ამ დროისთვის საიტი არ ფუნქციონირებს, თუმცა უახლოეს მომავალში ის ამოქმედდება.

განცხადება მასკმა 14 ივლისს გააკეთა, თუმცა ამ დრომდე, საიტზე შესვლისას მხოლოდ ერთი ასობგერა „x“ არის გამოსახული.

როგორც გამოცემა Gizmodo წერს, წლების წინ, PayPal-ის პრეზენტაცია მასკმა სწორედ მსგავსი ფორმით მოახდინა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი მისი ერთ-ერთი თანადამაარსებელია. რაც შეეხება დომენს, ის მის საკუთრებაში წლების წინ იყო, ბოლო თვეებში კი მან ის თავიდან გამოისყიდა. უცნობია, რა დაუჯდა მილიარდერს ეს შეთანხმება.

ამ დროისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია, რას გეგმავს მასკი.

საკვანძო სიტყვები