ილონ მასკის შთაგონების წყარო რეპერი კანიე უესტია

ილონ მასკის შთაგონების წყარო რეპერი კანიე უესტია
შოუბიზნესი / მარტი 13, 2018

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა აღიარა, რომ მისი შთაგონების წყარო კანიე უესტი და მისი მეუღლე, კიმ კარდაშიანი არიან.

ამის შესახებ მან ფესტივალ South by Southwest-ის ფარგლებში ისაუბრა. მილიარდერმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია უესტის შესაძლებლობებით, გააფართოვოს შემოქმედებითი საზღვრები და მუდმივად განაახლოს იდეები, როგორც თავად, ასევე მისმა მეუღლემ.

რაც შეეხება, თავად მასკს, მას სიამაყის მიზეზი ნამდვილად აქვს: ავტომობილი Tesla S, რაკეტა Falcon და კოსმოსური ხომალდი Dragon. რამდენიმე დღის წინ კი, მან მიწისქვეშა ელექტროავტობუსის კონცეპტი წარმოადგინა.