ილონ მასკის ახალი ნავიგაცია დროს გაუსწრებს

ილონ მასკის ახალი ნავიგაცია დროს გაუსწრებს
Hi Tech / დეკემბერი 25, 2017

თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი, კომპანია Space-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, ავტომობილის ნავიგაციის სრულიად ახალ სისტემაზე მუშაობს.

აღნიშნულ სიახლეზე მუშაობას მასკი 2018 წლის დასაწყისიდანვე გეგმავს. ამჟამად მისი გამოგონება ტესტირების ეტაპს გადის. მასკის თქმით, სისტემა დროს გაუსწრებს.

უფრო კონკრეტულად კი, სიახლის საშუალებით შესაძლებელი იქნება Tesla-ს დამტენი სადგურების ადგილმდებარეობების წინასწარ განსაზღვრა, რაც მასკის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გახდება.

 

საკვანძო სიტყვები