იდრის ელბა „ფორსაჟის“ სპინ-ოფში მთავარ ბოროტმოქმედს განასახიერებს

იდრის ელბა „ფორსაჟის“ სპინ-ოფში მთავარ ბოროტმოქმედს განასახიერებს
შოუბიზნესი / ივლისი 6, 2018

„ფორსაჟის“ სპინ-ოფში „ჰობსი და შოუ“ ვარსკვლავური მატებაა. როგორც Variety წერს, პროექტს იდრის ელბა შეუერთდა, რომელიც მთავარ ბოროტმოქმედს განასახიერებს. კონკრეტულად რომელ პერსონაჟზეა საუბარია, ჯერ-ჯერობით უცნობია.

იდრის ელბა – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრიტანელი მსახიობია. 2018 წელს მისი მონაწილეობით „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ გამოვიდა. გამოჩნდება თუ არა ის ცნობილი ფილმის მეოთხე ნაწილშიც, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საკვანძო სიტყვები