იდეალური მშობლები: ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შობისთვის ემზადებიან

იდეალური მშობლები: ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი შობისთვის ემზადებიან
შოუბიზნესი / ნოემბერი 21, 2017

მაშინ, როდესაც 32 წლის მოდელსა და 42 წლის მსახიობს ქალიშვილი შეეძინათ, არა კეთილისმოსურნეები მათი ურთიერთობის მალე დასრულებას წინასწარმეტყველებდნენ. ამბობდნენ, რომ მშობლები პატარას დროს საერთოდ არ უთმობდნენ. თუმცა, ახლა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბრედლი კუპერს ოჯახთან ერთად დროის გატარებაში ხელს ფილმზე „A Star Is Born“ მუშაობა უშლიდა.

ახლა, როდესაც კუპერს ბევრი თავისუფალი დრო აქვს, ის მუდმივად ოჯახთან ერთად არის. მართალია ლეა მხოლოდ რვა თვის არის, მაგრამ მსახიობს სურს ყველა ტრადიციული დღესასწაული მასთან ერთად აღნიშნოს.

რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა ვარსკვლავური ოჯახი ლოს–ანჯელესში, სავაჭრო ცენტრ The Grove-თან შენიშნეს. მშობლებმა გადაწყვიტეს ლეასთვის სანტა კლაუსი გაეცნოთ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გოგონა სანტას მშვიდად ეჯდა კალთაში.

 

 

საკვანძო სიტყვები