იაპონიაში 7D ტექნოლოგია აჩვენეს (ვიდეო)

იაპონიაში 7D ტექნოლოგია აჩვენეს (ვიდეო)
Hi Tech / სექტემბერი 27, 2018

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ 3D კომპიუტერული გრაფიკა სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის უკანასკნელი სახე იყო, მაშინ თქვენ ცხოვრებას ჩამორჩენილხართ.

Oh Yeea იხსენებს, რომ ყველაფერი წითელი და ლურჯი მინებით დაიწყო, შემდეგ კი გაშავდა. სულ მალე  4D გაჩნდა – ახალი სიტყვა გასართობი და სპეცეფექტების ინდუსტრიაში.

ამჯერად კი, ახალი, კიდევ უფრო განსაცვიფრებელი ტექნოლოგია 7D ვიხილეთ.

ტექნოლოგიის იდეა მაყურებლის ვირტუალურ რეალობასთან ურთიერთქმედების უნიკალური გამოცდილებაა. გამოგონება კომპანიას Magic Leap ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ 7D ტექნოლოგია ნათელი ჰოლოგრამაა, რომელიც  ულტრარეალისტურ გამოსახულებებს ქმნის.

ტექნოლოგია არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს გვიჩვენებს, არამედ მოიცავს: სუნს, ხმებსა და შეგრძნებებსაც.

გამოგონების მიზანია  შექმნას ილუზია, რომელიც რეალობას ასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ეს პროექტი განვითარების ეტაპზეა, დუბაი და იაპონია, მას უკვე იყენებენ.

ამ უკანასკნელმა სპეციალური ზოოპარკიც კი შექმნა, რომელშიც ყველა ცხოველი 7D პროექციაა. დამთვალიერებელს კი მათთან კონტაქტი შეუძლია.

პროექტის შემქნელები იმედოვნებენ, რომ მისი განვითარებით ცხოველების ზოოპარკში ყოფნის აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნება, რადგან გარეული ცხოველები მათი ვირტუალური ასლებით ჩანაცვლდება.

 

საკვანძო სიტყვები