Hugo Boss და Sony Music მაიკლ მაიკლ ჯექსონის 60 წლის იუბილეს გამოფენას მიუძღვნიან

Hugo Boss და Sony Music მაიკლ მაიკლ ჯექსონის 60 წლის იუბილეს გამოფენას მიუძღვნიან
შოუბიზნესი / ივნისი 29, 2018

კომპანიები Hugo Boss და Sony Music მაიკლ ჯექსონის 60 წლის იუბილეს ლონდონის პორტრეტების ეროვნულ გალერეაში გამოფენას მიუძღვნიან. სულ პოპის მეფის 40-მდე სურათი გამოიფინება, მათ შორის იქნება ისეთი ცნობილი ფოტოგრაფებისა და მხატვრების შემოქმედება, როგორიც ენდი ვორჰოლი, დევიდ ლაშაპელი, გრეისონ პერი და სხვები არიან. გამოფენა 21 ოქტომბრამდე გასტანს, რომლის შემდეგაც ექსპოზიცია პარიზში გადაინაცვლებს.

ამას გარდა, Hugo Boss-მა ჯექსონის ცნობილი თეთრი პიჯაკის განახლებული ვერსიის გამოშვება დააანონსა, რომელიც მას ალბომ „Тhe Thriller“-ის გარეკანზე აცვია.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონი 60 წლის 29 აგვისტოს გახდებოდა.

საკვანძო სიტყვები