Huawei ევროპული ბაზრისთვის ბიუჯეტურ სმარტფონს ამზადებს

Huawei ევროპული ბაზრისთვის ბიუჯეტურ სმარტფონს ამზადებს
Hi Tech / მაისი 10, 2018

კომპანია Huawei ევროპული ბაზრისთვის სმარტფონს Honor 7S ამზადებს. უკვე ცნობილია, რომ სიახლე ბიუჯეტური იქნება და მას დასაწყისი ეტაპის სპეციფიკაციები ექნება. არსებული ინფორმაციით, Honor-ოს სხვა დევაისებისგან განსხვავებით, მას თითის ანაბეჭდის სკანერიც კი არ ექნება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სმარტფონს ოთხბირთვიანი პროცესორი MT6739, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება ექნება. რაც შეეხება ეკრანს, ის 5,45 დიუიმს მიიღებვს, ძირითადი კამერის გარჩევადობა კი 13 მეგაპიქსელს შეადგენს. რაც შეეხება წინა კამერას, ის 5 მეგაპიქსელიანი იქნება.

Honor 7S ხელმისაწვდომი ოქროსფერ ფერში იქნება და მისი ევროპული პრეზენტაცია უახლოეს კვირებში გაიმართება. რაც შეეხება ფასს, სიახლე 150 ევრო ეღირება.

საკვანძო სიტყვები