Huawei ახალი თაობის დამტენზე მუშაობს

Huawei ახალი თაობის დამტენზე მუშაობს
Hi Tech / ივლისი 17, 2018

სმარტფონების მწარმოებლები სულ უფრო აქტიურად მუშაობენ დამტენი ტექნოლოგიების შექმნაზე, რომლის წყალობითაც მოწყობილობები მინიმალურ დროში დაიმუხტება.

ამჯერად ცნობილი ხდება, რომ კომპანია Huawei ახალი თაობის დამტენზე, Super Charge-ზე მუშაობს.

ახალმა ადაპტერმა უკვე მიიღო 3C სერთიფიკატი. დამუხტვის მაქსიმალური გამძლეობა 40 ვატი იქნება.

შედარებისთვის, კომპანიის აქამდე არსებული დამტენი Honor Magic სმარტფონს 45 წუთში მუხტავდა, ახალი ტექნოლოგია კი ამ დროს 30 წუთამდე შეამცირებს.

საკვანძო სიტყვები