HTC-ის სანათი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს

HTC-ის სანათი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს
Hi Tech / დეკემბერი 28, 2017

კომპანიამ HTC საკმაოდ საინტერესო მოწყობილობაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც „ჭკვიანი“ სახლის ნაწილი გახდება და ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს.

საუბარია სანათზე, რომლის მთავარი ფუნქცია არა განათება, არამედ ადამიანის გარშემო მომხდარის ფიქსაციაა. მაგალითად, თუ მოულოდნელად აბაზანაში წაიქცევით, სანათი გააკონტროლებს ადგებით თუ არა. თუ მოძრაობა არ იქნება, ის სამაშველო სამსახურს გამოიძახებს.

ასევე თუ დიდხანს მოგიწიათ ჯდომა, სანათი შეგახსენებთ, რომ ადგომისა და გამოძრავების დრო მოვიდა.

სმარტ-დევაისის გამოსვლის ვადებზე არაფერია ცნობილი.

საკვანძო სიტყვები