HP-მ პირველი ჰიბრიდული ნოუთბუქი გამოუშვა

HP-მ პირველი ჰიბრიდული ნოუთბუქი გამოუშვა
Hi Tech / აპრილი 11, 2018

კომპანიამ HP ოფიციალურად წარმოადგინა ნოუთბუქი Chromebook x2, რომელიც Chrome OS-ის ბაზაზე პირველი ჰიბრიდული ნოუთბუქი გახდება.

HP Chromebook x2 აღჭურვილია მისაერთებელი კლავიატურით, რომლის მოხსნის შემდეგაც ის პლანშეტად გადაკეთდება.

მოწყობილობას 12,3 დიუიმიანი ეკრანი აქვს, 2400×1600 პიქსელის გარჩევადობით, 4 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება და აკუმულატორი, რომელიც 10 საათი ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ფასს, Chromebook x2 600 დოლარი ღირს.

საკვანძო სიტყვები