Honor 9i-ს ასორტიმენტს იისფერი სმარტფონი შეემატა

Honor 9i-ს ასორტიმენტს იისფერი სმარტფონი შეემატა
Hi Tech / ივლისი 3, 2018

ამ მომენტამდე, სმარტფონი Honor 9i მხოლოდ შავ და ლურჯ ფერებში იყიდებოდა. ამჯერად კი ასორტიმენტს იისფერი (Purple Fantasy) შეემატა.

შეგახსენებთ, რომ სმარტფონი აღჭურვილია 5,84 დიუიმიანი IPS LCD ეკრანით, რომელიც Full HD+, გარჩევადობის არის.

წინა პანელზე განლაგებულია 16 მეგაპიქსელიანი კამერა, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, უკანაზე კი ორმაგი ძირითადი კამერა -13 და 2 მეგაპიქსელიანი. ასევე თითის ანაბეჭდის სკანერი.

მოწყობილობის ღირებულება 211 დოლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები