ჰოლივუდი ალშია: ხანძარი ლოს-ანჯელესის არსებობას საფრთხეს უქმნის

ჰოლივუდი ალშია: ხანძარი ლოს-ანჯელესის არსებობას საფრთხეს უქმნის
საინტერესო / დეკემბერი 7, 2017

კალიფორნიის ტყეებში ხანძარი ჯერ კიდევ გასულ უქმეებზე გაჩნდა. ამჯერად კი ცეცხლმა ლოს-ანჯელესამდე მიაღწია. ამ დროისთვის ასობით კილომეტრი ცეცხლის ალშია გახვეული.

ტრაგედიის გაღვივებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. ქალაქის მერის, ერიკ გარსეტის თქმით, ეს ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარია. ცეცხლის ლოკალიზებას თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცდილობს, თუმცა შედეგი კვალვ არ ჩანს. ლოს-ანჯელესის რამდენიმე რაიონი მთლიანად ევაკუირებულია.

შესაძლოა, მთლიანად მიწასთან გასწორდეს ე.წ. „მდიდრების ზონა“ ბელ-ეირი, სადაც უძრავ ქონებას უამრავი ცნობილი ადამიანი ფლობს.

საკვანძო სიტყვები