ჰიუ ჯეკმანი „მეფე ლომის“ ყველაზე ბოროტ პერსონაჟს გაახმოვანებს

ჰიუ ჯეკმანი „მეფე ლომის“ ყველაზე ბოროტ პერსონაჟს გაახმოვანებს
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

2019 წლის 18 ივლისს კინოგაქირავებაში ჯონ ფავროს „მეფე ლომი“ გამოდის. ცნობილი ხდება, რომ ფილმში ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, შრამს, ჰიუ ჯეკმანი ახმოვანებს. ორიგინალ ვერსიაში მას ასევე ცნობილი მსახიობი, ჯერემი აირონსი ახმოვანებდა.

ფილმის გადაღებები ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ დღეებში კი ჯეკმანმა თავი „ტვიტერზე“ ფოტო განათავსა, სადაც სტუდია „დისნეი“ პარტნიორად მოიხსენია.

ოფიციალურად მსახიობისგან ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.