ჰილარი კლინტონმა „გრემიზე“ ტრამპის შესახებ წიგნი წაიკითხა (ვიდეო)

ჰილარი კლინტონმა „გრემიზე“ ტრამპის შესახებ წიგნი წაიკითხა (ვიდეო)
შოუბიზნესი / იანვარი 29, 2018

აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე დონალდ ტრამპის შესახებ წიგნი წაიკითხა.

ცერემონიის წამყვანმა, ჯეიმს კორდენმა მუსიკოსების მონაწილეობით მოკლე სკეტჩი ჩაწერა. მასში ჯონ ლეჯენდი, სნუპ დოგი და შერი მაიკლ ვულფის წიგნს, „ცეცხლი და სიკაშკაშე: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით“, კითხულობენ. სიუჟეტის მიხედვით ისინი გადიან კასტინგს, რათა მომავალ წელს ნომინაცია „საუკეთესო სალაპარაკო ალბომი“ მოიპოვონ.

ვიდეოს ბოლოს კლინტონი ჩნდება. მან წაიკითხა მონაკვეთი იმის შესახებ, რომ ტრამპს საკვებით მოწამვლის ეშინია და ამიტომ ფასტ-ფუდს ჭამს. ამის შემდეგ ჩნდება კორდენი და გამარჯვებულად სწორედ ჰილარის ასახელებს.

პოლიტიკოსის ეს გამოსვლა ყველას არ მოსწონებია: გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ „ტვიტერში“ მოუწოდა, „არ დაამხაინჯონ დიდებული მუსიკა“ პოლიტიკური გამონათქვამებით.

პოპულარული სიახლეები