ჰელოუინისთვის თეთრი სახლის ფასადი ობობას ქსელში გაახვიეს

ჰელოუინისთვის თეთრი სახლის ფასადი ობობას ქსელში გაახვიეს
შოუბიზნესი / ნოემბერი 1, 2017

ყველაზე საშიში დღესასწაული, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში ზეიმობენ, ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმაც განსაკუთრებულად აღნიშნეს. დონალდსა და მელანიას კოსტუმები არ ჩაუცვიათ, თუმცა, სხვების შეფასებას აქტიურად შეუდგნენ. სპეციალურად ჰელოუინისთვის თეთრი სახლის ფასადი ობობას ქსელში გაახვიეს და სკოლის მოსწავლეების მისაღებად ჯადოსნური სივრცე მოაწყვეს. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატარებს უმასპინძლეს, მათი იდეები შეაფასეს და საჩუქრებიც გადასცეს. რაც ყველაზე საინტერესოა, მელანია რომელიც როგორც წესი ემოციებს არ გამოხატავს ხოლმე, ამჯერად ძალიან განსხვავებულად იქცეოდა. ბავშვებს ეფერებოდა, ფორმებს უწონებდა და გულწრფელ სიხარულსაც გამოხატავდა.