ჰეილი ბოლდუინთან ქორწინება ჯასტინ ბიბერმა მომავალ წლამდე გადადო

ჰეილი ბოლდუინთან ქორწინება ჯასტინ ბიბერმა მომავალ წლამდე გადადო
შოუბიზნესი / აგვისტო 16, 2018

სელენა გომესთან რომანის განახლების, მერე კი, სწრაფად დაშორების შემდეგ, ჯასტინ ბიბერის თაყვანისმცემლები მისმა ოფიციალურმა განცხადებამ გააკვირვა ჰეილი ბოლდუინთან ნიშნობის შესახებ. მართალია, ბევრი დარწმუნებულია, რომ ჯასტინი და ჰეილი მხოლოდ პუბლიკის ყურადღების მიქცევას ცდილობენ, მაგრამ მომავალ წლამდე გადადებული ქორწილის მიუხედავად, კანადელი მუსიკოსი მაინც ყველანაირად ცდილობს საცოლესთვის სიყვარულისა და ერთგულების დამტკიცებას.

ბიბერმა მანამდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ ოცნებობს საყვარელ ქალზე დაქორწინებას, მაგრამ ახლა მცირე პაუზის აღება გადაწყვიტა, რადგან როგორც აღმოჩნდა წყვილი სერიოზულ ზეწოლას განიცდის. არაა გამორიცხული, რომ შეყვარებულებს შორის უთანხმოებაც გაჩნდა, რადგან გასულ კვირას პაპარაცებმა წყვილს პარკში მიაგნეს, სადაც ბიბერი ცხარე ცრემლით ტიროდა. მართალია, მუსიკოსმა ახსნა, რომ მას უბრალოდ მძიმე დღ ჰქონდა, მაგრამ თაყვანისმცემლები დარწმუნებული არიან, რომ მიზეზი ბევრად სერიოზულია.

აღსანიშნავია, რომ ჯასტინის არჩევანს არ იზიარებს მისი დედა მენდი, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს შვილზე. როცა ქალბატონს ჯასტინის მომავალ ქორწინებაზე ჰკითხეს, მან მოკლედ უპასუხა: „როცა კარგის თქმა არ შეგიძლია, უკეთესია საერთოდ გაჩუმდე“. უცნაურია, მაგრამ ახლა ჯასტინი ზუსტად იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც ერთ დროს სელენა გომესი იყო, რომლის დედას ძალიან არ მოსწონდა ბიბერი.

საკვანძო სიტყვები